пятница, 16 января 2009 г.

მანანა ორბელიანის სურათზე

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.

შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!

მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს - მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.

პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში...
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი,

შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი, თუნდ მიწა მეყარის სადმე, თბილისის ახლოს...

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას.



************************************************************************************
ეს ლამაზი ლექსი ეკუთვნის ლადო ასათიანს,დაწერა 1941 წელს, მან მანანა ორბელიანის სიყვარულით თავის ერთადერთ ქალიშვილს მანანა დაარქვა და მას არაერთი ლექსი მიუძღვნა.

1 комментарий:

  1. http://nameprojectgeo.blogspot.com/ დამატებულია თქვენი ბმული

    ОтветитьУдалить