вторник, 10 марта 2009 г.

მანანა – ბიბლიური, ძველი ებრაული სახელი. ნიშნავს - მცირეს, პატარას, ცითმოვლენილს.

მე მანანა ვარ. ჩემი სახელი პირველად ოთხი წლისას მომეწონა. ეს მაშინ მოხდა, როცა თოჯინების სპექტაკლი "იხვის ჭუკი" ვნახე. მაშინ მთელი დარბაზი მანანა, მანანას გაიძახოდა რათა იხვის ჭუკი გადაერჩინათ. ისე მიხაროდა, ბავშვების ძახილზე ფეხზე ვდგებოდი და აყვირებულ ბავშვებს მივჩერებოდი. გავიდა რამდენიმე წელი და ვნახე კინოფილმი "მანანა". ისევ ჩემი სახელი. ფილმი ლამაზი სიუჟეტით და ყველა ბაშვის საყვარელი სიმღერით "მანანა ვარ იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ...". ამას მოყვა სკოლა და ლექსი: "ლალი, ლალი, ჩემო ლალი. რაო ჩემო მანანა, ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატან?..." ეს ლექსი ყველა ჩემმა თანატოლმა იცოდა. ამ პერიოდში აჟღერდა თემურ წიკლაურის უკვდავი სიმღერა "ჩემი ქვეყნის ლამაზებო, ჩემი ქვეყნის მანანებო დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები..." ამის მერე გადიოდა წლები და ჩემს სახელს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.



პროექტის "ჩემი სახელი მსოფლიოში" დამსახურებაა, რომ ჩემს სხელს მივუტრიალდი და ბევრი ახალი რამ გავიგე. მაგალითად ის, რომ ისლანდიის ერთერთ კუნძულს მანანა ჰქვია, მსოფლიოში რამდენიმე გემი დაცურავს სახელად "მანანა", ბევრ მაღაზიას და რესტორსნს ქვია "მანანა", არსებობს სასმელი "მანანა", გასულ საუკუნეში მანქანის ფირმასაც კი რქმევია"მანანა" და სხადასხვა.


ახლა ისევ ბავშვობას დავუბრუნდეთ. რატომ დამარქვეს მანანა? ჩემს უფროს დას ანანა ქვია, მშობლებსაც ბევრი აღარ უფიქრიათ, ანანას წინ ერთი ასო დაამატეს და გამოვოდა მანანა. ნათესავები კარგა ხანს ვერ არჩევდნენ ჩვენს სხელებს, ამიტომ ორი სახელით მოგვმართავდენენ "ანანა და მანანა". სკოლაში სახელი მანანა მანჩოთი შეიცვალა, მასწავლებლები კი, როგორც ახლა ხდება, მაშინაც მოსწავლეებს ძირითადად გვარით მოგვმართავდნენ, რაც მე ძალიან არ მომწონს. აბა სახელი რად გვინდა. ასე გაგრძელდა 11 წელი. უნივერსიტეტში ისევ მანანა დამერქვა, ზოგჯერ კი მანანიკოსაც მიძახდნენ.


მ – მასწავლებელი
ა – აზრიანი
ნ – ნიჭიერი
ა – ამტანი
ნ – ნაზი
ა– აზარტული

пятница, 16 января 2009 г.

მანანა ორბელიანის სურათზე

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.

შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!

მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს - მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.

პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში...
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი,

შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი, თუნდ მიწა მეყარის სადმე, თბილისის ახლოს...

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას.



************************************************************************************
ეს ლამაზი ლექსი ეკუთვნის ლადო ასათიანს,დაწერა 1941 წელს, მან მანანა ორბელიანის სიყვარულით თავის ერთადერთ ქალიშვილს მანანა დაარქვა და მას არაერთი ლექსი მიუძღვნა.